logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: არ გაგიკვირდეთ, თუ გაიგებთ, რომ…
- +

21 ოქტომბერი. 2016. 15:35


 


„ღრმად ვარ დარწმუნებული, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა როგორც თავისი ყოფილი მოკავშირეები - მუამარ კადაფი, ჰოსნი მუბარაქი და სადამ ჰუსეინი მოიშორა, ისე მოიშორებს მიხეილ სააკაშვილსაც!" - ამის შესახებ ნიკოლოზ მჟავანაძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.


„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის თქმით, სააკაშვილი საბრალდებო სკამამდე ვერ მიაღწევს, რადგან მანამდე მისი ლიკვიდაცია მოხდება.


„არავის გაუკვირდეს, თუ გაიგებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს სააკაშვილი „კაიფში გაიპარა"! როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს, რა თქმა უნდა, არცერთი ადამიანის და, მათ შორის, არც სააკაშვილის სიკვდილი გამიხარდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის საბრალდებო სკამამდე ვერ მიაღწევს! სააკაშვილი დეპრესიაშია და, რაც ყველაზე მთავარია, მას მართლაც აუჯანყდა თავისივე გუნდი, ანუ სააკაშვილი დღეს პრობლემად იქცა როგორც დასავლეთისთვის, ისე უკრაინისთვის და საკუთარი გუნდისთვის. კარგად მოგეხსენებათ, ამ რამდენიმე დღის წინათ პოროშენკომ რომ გამოლანძღა სააკაშვილი, როცა ოდესაში ჩავიდა და სამარცხვინოდ დაგებული გზები და თითქმის გაკოტრებული ოდესის პორტი იხილა.


სააკაშვილი თავის გუნდს არ ენდობა და სწორედ ამიტომ მოავლინა სანდრა პოლიტიკაში. არჩევნებში სანდრას მონაწილეობას ერთადერთი მიზანი ჰქონდა - პირადად შეემოწმებინა და შეეტყო ხალხის განწყობა სააკაშვილის შესაძლო დაბრუნების მიმართ და მერე ეს ყველაფერი ოდესაში მოკალათებული ნაპრეზიდენტალისთვის ეპატაკებინა. რეალურად სანდრა რულოვსი სააკაშვილმა ბოკერიას უფროსად დაუნიშნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბოკერია არ აპირებს, სააკაშვილს სამარეში ჩაჰყვეს და ნაცსექტის უმრავლესობაც ასე ფიქრობს!" - აცხადებს მჟავანაძე.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner