logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ახალკაცი: მე მომხრე ვარ კონსტიტუციური უმრავლესობის
- +

21 ოქტომბერი. 2016. 16:03



ყოფილი პატიმარი ლესანდრე ალკა სოციალურ ქსელში წერს, რომ კონსტიტუციური უმრავლესობის მომხრეა.



მოკლედ, ამ ბოლოს ძალიან აწიეს ეს თემა და ვიტყვი:

მე მომხრე ვარ კონსტიტუციური უმრავლესობის, ეგ კი არა,  მეორე ტურში ნაცმოს" ნულოვანი ანგარიშით დამარცხების, რადგან:

1) ზუსტად გვეცოდინება, ვის კისერზეა ქვეყნის განვითარება;

2) თუ 4 წლის მანძლზე არ იძალადა ოცნებამ", ახლა ეს, როცა კოლოსალურ უპირატესობას მოიპოვებენ ქვეყნის მტრებზე, გამორიცხულია.

3) ვეღარ იყიყინებენ და ვეღარ აურევენ ქვეყანას, რითაც ბევრ ინვესტორს საგონებლში აგდებდნენ, ხოლო ბევრი ამის გამო ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის გაკეთებაზე უარს ამბობდა.

4)დაიწყება სამართლიანობის რეალურად აღდგება და ნაცმოს" ისტორიის დასრულება, რადგან 4 წლის შემდეგ ისინი 5 დეპუტატსაც ვეღარ გაიყვანენ, თუ გააწიეს იქამდე.

5) ოპოზიციური პარტიები დაანებებენ ტრაბახს და ბუქიაობას თავს, ამდენი პროცენტი მაქვს, აყალბებენ ეგზიპოლებსო და რეალურად გადაგუფდებიან, ან კვალიფიკაციას მაინც მოიმატებენ და მიხვდებიან, რა უნდა ქართველ ამომრჩეველს და არა ამერიკელ სენატორებს ან ევროპარლამენტის დეპუტატებს.

6)და თუ მიშა არ მოგვწონდა, მან რომ კონსისტუცია დაგვიჩეხა, ეს არაა მისახედი და ერთხელ და სამუდამოდ ამოსაწური საკიხი? (სწორედ ამის გამო გადახალისდა ასე ქართული ოცნება" და გაივსო საპარლამენტო სია კვალიფიციური კადრებით)

და ბოლოს,

მე მაქვს გარანტი -

ბიძინა ივანიშვილი,

რომლის რუსეთის არამონობაზე უკვე ღიად ალაპარაკდნენ უსუფაშვილიც, ვაშაძეც და სხვებიც, რომლებიც არევნების წინ ლანძღავდნენ, ახლა კი ზოგი პოლიტიკას სულ ჩამოშორდა, გაქრა, ან პოლიტიკურ სამარეში ჩაწვა. ეს კაცი არასოდეს დაუშვებს ჩვენს ქვეყანაში იმ უბედურებებს, რაც გადავიტანეთ, ვინ - როგორ, ვინ - როგორ", - წერს ახალკაცი „facebook"-ზე.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner