ყოფილი პატიმარი ალექსანდრე ახალკაცი სოციალურ ქსელში წერს, რომ კონსტიტუციური უმრავლესობის მომხრეა.
„მოკლედ, ამ ბოლოს ძალიან აწიეს ეს თემა და ვიტყვი:
მე მომხრე ვარ კონსტიტუციური უმრავლესობის, ეგ კი არა, მეორე ტურში „ნაცმოს" ნულოვანი ანგარიშით დამარცხების, რადგან:
1) ზუსტად გვეცოდინება, ვის კისერზეა ქვეყნის განვითარება;
2) თუ 4 წლის მანძილზე არ იძალადა „ოცნებამ", ახლა ეს, როცა კოლოსალურ უპირატესობას მოიპოვებენ ქვეყნის მტრებზე, გამორიცხულია.
3) ვეღარ იყიყინებენ და ვეღარ აურევენ ქვეყანას, რითაც ბევრ ინვესტორს საგონებლში აგდებდნენ, ხოლო ბევრი ამის გამო ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის გაკეთებაზე უარს ამბობდა.
4)დაიწყება სამართლიანობის რეალურად აღდგება და „ნაცმოს" ისტორიის დასრულება, რადგან 4 წლის შემდეგ ისინი 5 დეპუტატსაც ვეღარ გაიყვანენ, თუ გააღწიეს იქამდე.
5) ოპოზიციური პარტიები დაანებებენ ტრაბახს და ბუქიაობას თავს, ამდენი პროცენტი მაქვს, აყალბებენ ეგზიტპოლებსო და რეალურად გადაჯგუფდებიან, ან კვალიფიკაციას მაინც მოიმატებენ და მიხვდებიან, რა უნდა ქართველ ამომრჩეველს და არა ამერიკელ სენატორებს ან ევროპარლამენტის დეპუტატებს.
6)და თუ მიშა არ მოგვწონდა, მან რომ კონსისტუცია დაგვიჩეხა, ეს არაა მისახედი და ერთხელ და სამუდამოდ ამოსაწური საკითხი? (სწორედ ამის გამო გადახალისდა ასე „ქართული ოცნება" და გაივსო საპარლამენტო სია კვალიფიციური კადრებით)
და ბოლოს,
მე მაქვს გარანტი -
ბიძინა ივანიშვილი,
რომლის რუსეთის არამონობაზე უკვე ღიად ალაპარაკდნენ უსუფაშვილიც, ვაშაძეც და სხვებიც, რომლებიც არჩევნების წინ ლანძღავდნენ, ახლა კი ზოგი პოლიტიკას სულ ჩამოშორდა, გაქრა, ან პოლიტიკურ სამარეში ჩაწვა. ეს კაცი არასოდეს დაუშვებს ჩვენს ქვეყანაში იმ უბედურებებს, რაც გადავიტანეთ, ვინ - როგორ, ვინ - როგორ", - წერს ახალკაცი „facebook"-ზე.