logo_geo
eng_logo
სოფელ ჯუმათში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა
- +

21 ოქტომბერი. 2016. 16:29

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა. ჯუმათში ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული სასმელი წყლით დღეიდან 470 აბონენტი ისარგებლებს.

წყალმომარაგების სისტემის მშენებლობაზე 1 511 900 ლარი დაიხარჯა. დასრულებულ სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე მოადგილეებთან ერთად გაეცნო.



დავასრულეთ კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი. ჯუმათის მოსახლეობას 25 წლის მანძილზე წყალმომარაგება შეწყვეტილი ჰქონდა. გასულ წელს დავიწყეთ სამშენებლო სამუშაოები, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში განხორციელდა. სამუშაოების სრული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 1 511 900 ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტი აგრძელებს ზრუნვას სხვა სოფლების წყალმომარაგებაზეც", - აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.



სოფელ ჯუმათში ჯამში 6-კილომეტრიანი ცენტრალური მაგისტრალი მოეწყო. დამონტაჟდა საფილტრე-საქლორატორო სადგური და წყალშემკრები რეზერვუარი. დასრულებულია გამრიცხველიანებაც.



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner