logo_geo
eng_logo
ნუცა ჯანელიძე: გამორიცხული არ არის, წინა ხელისუფლების ხელი ერიოს ამ საქმეში
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

17 მარტი. 2016. 13:42


„კადრების გავრცელება აწყობს იმას, ვისაც უნდა, რომ ხალხი ამ მთავრობას დაუპირისპიროს და ათქმევინონ, რომ ცუდი ხელისუფლება გვყავს", - ასე ეხმაურება „რეპორტიორთან" საუბრისას მუსიკოსი ნუცა ჯანელიძე პირადი ცხოვრების ვიდეომასალების გავრცელების ფაქტს. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, ამ კადრების გასაჯაროვება წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს აწყობდეთ.


„პირველ რიგში ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს მსგავსი ტიპის კადრების გავრცელება, რადგან არჩევნები მოდის და ისე წყნარად უნდა ჰყავდეს ქვეყანა, რომ ყველამ თქვას, რა კარგია, ესენი რომ არიან, კიდევ ავირჩიოთო. მეორე მხრივ,  ხელისუფლების დანაშაულია, რომ ის „ძველი" ხალხი დატოვეს ე.წ. კოჰაბიტაციის საფარქვეშ, ასეთი საშინელი ფაქტებიც ამიტომ ხდება.

 

არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი პროვოკატორი, „ქართულ ოცნებაშიც"  არსებობდეს, ვისაც უნდა, მხარეები ერთმანეთს დაუპირისპიროს.

 

გამორიცხული არ არის წინა ხელისუფლების ხელი ერიოს ამ საქმეში. ჯერ ერთი,  დუბლიკატები არ შეიძლება არსებობდეს? დასხდებიან და ამ ჩანაწერების ყურებით სიამოვნებას მიიღებენ. „გახსოვს, ბიჭო, ეს როგორ გადავიღეთ" გახსოვს, რამდენი ვიცინეთ ამის გადაღების დროს?" - ასე რომ, არაფერი გამიკვირდება. ნამდვილად განვიცდი, ვისზეც არ უნდა იყოს, რომელი მხარის წარმომადგენელიც უნდა იყოს. ადამიანური თვალსაზრისითი განვიცდი, რადგან ყველას ოჯახი ჰყავს, შვილები, მეუღლეები, მეგობრები და დედ-მამა. ამ დანაშაულის ჩამდენი სასჯელის უმკაცრესი ზომით უნდა დაისაჯოს", - ამბობს ჯანელიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner