ახალი პოლიტიკური ცენრი „გირჩი" გამოვიდა ინიციატივით, რომ საარჩევნო ბარიერი ახალი მოწვევის პარლამენტმა 1%-მდე დაწიოს. აღნიშნულ ინიციატივას „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში სტატუსით ეხმიანება:
„პირდაპირ ჩავწეროთ, რომ „გირჩი" გვედოს პარლამენტში, თორემ ეგენი ერთ პროცენტსაც ვერ გადალახავენ", - წერს დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში.