ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი ისევ რევაზ კიკნაძე გახდა.
კონსერვატორიის რექტორის არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა - მოქმედი რექტორი რევაზ კიკნაძე და ასოცირებული პროფესორი მაია მშვილდაძე.
აკადემიური საბჭოს მიერ სამოქმედო გეგმებისა და კონცეფციების განხილვის შემდეგ, მაია მშვილდაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორად ერთხმად, ექვსი ხმით, ისევ რევაზ კიკნაძე აირჩიეს. კიკნაძე აღნიშნულ თანამდებობაზე კიდევ სამი წლის განმავლობაში იმუშავებს.