„ქართული ოცნების" წევრის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, უმჯობესი იქნებოდა, პარლამენტში კიდევ რამდენიმე პარტია მოხვედრილიყო.
„პარლამენტისთვის უკეთესი იქნებოდა, მრავალპარტიული ყოფილიყო, თუმცა, ამას მხოლოდ ამომრჩევლის ნება წყვეტს, სამი პოლიტიკური ძალის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა საზოგადოების არჩევანია და ეს ვითარება უკეთესია, ვიდრე პარლამენტში მხოლოდ ორი მხარის წარმოჩენა - ასეთ შემთხვევაში მეტია შანსი, პოლიტიკური პროცესის პოლარიზება მოხდეს", - აღნიშნა ჩუგოშვილმა.