დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკა ჯანიაშვილის ინფორმაციით, სოფელ ბოდბესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 28 ადამიანი დედოფლისწყაროს საავადმყოფოშია გადაყვანილი, 7 კი - წნორში.
როგორც „ინტერპრესნიუსს" ჯანიაშვილმა განუცხადა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამგებლის განმარტებით, წნორის საავადმყოფოში 7 პირის გადაყვანა მხოლოდ პროფილაქტიკური მიზნით მოხდა.
ნიკა ჯანიაშვილის ინფორმაციით, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, ,,კამაზის" მარკის სამხედრო ავტომობილი ამოტრიალდა, რომლშიც ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, მისი თქმით, შესაბამისი სტურქტურები დაადგენენ.
შემთხვევის შედეგად 1 ჯარისკაცი ადგილზე გარდაიცვალა.