logo_geo
eng_logo
თავდაცვის მინისტრი დაშავებული ჯარისკაცების მოსანახულებლად კახეთში მიემგზავრება
- +

21 ოქტომბერი. 2016. 18:04

 

 

დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ჯარისკაცების მოსანახულებლად თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გაემგზგავრა. ამის შესახებ „კვირას" თავდაცვის უწყებაში განუცხადეს.



სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებული 28 ადამიანი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, 7 კი - წნორში გადაიყვანა.



შეგახსენებთ, რომ დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერიტორიაზე, „კამაზის" მარკის სამხედრო ავტომობილი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად 1 ჯარისკაცი ადგილზე გარდაიცვალა, 30 სამხედროზე მეტი კი დაშავდა. უწყების ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადები.









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner