სამხედრო ავტომანქანის გადაბრუნების საქმეზე გამოძიება დაიწყო დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, ჯარისკაცებით სავსე სამხედრო მანქანის გადაბრუნების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კახეთში, სამხედრო ავტომანქანის გადატრიალების შედეგად, ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, უწყების კუთვნილ, „კამაზის" მარკის" ავტომანქანაში 37 სამხედრო მოსამსახურე იჯდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 28 ადამიანი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში არის გადაყვანილი, 7 კი - წნორში.