თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უკვე კახეთშია. მინისტრი ატოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მივიდა და პირად გაეცნო ვითარებას.
ამ წუთებში უწყების ხელმძღვანელი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული სამხედროების მოსანახულებლად მივიდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დედოფლისწყაროს საავადმყოფოში 28 ჯარისკაცია მოთავსებული და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კახეთში, სამხედრო ავტომანქანის გადატრიალების შედეგად, ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა.