logo_geo
eng_logo
ურეკის დასახლება წვერმაღალას ფონდმა „ქართუმ“ საბავშვო ბაღი აუშენა
- +

21 ოქტომბერი. 2016. 18:56


 

ურეკის დასახლება წვერმაღალას ფონდმა „ქართუმ" საბავშვო ბაღი აუშენა. 25 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე შენობა აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით, სპეციალურად ბავშვებზე მორგებული სველი წერტილებით, სამზარეულოთი, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალგამწმენდი და გათბობის სისტემებით. რამდენიმე დღის წინ საბავშვო ბაღმა სრულფასოვანი ფუნქციონირება დაიწყო.


ფონდი „ქართუს" დაკვეთით წვერმაღალას საბავშვო ბაღის მშენებლობა შეასრულა ასოციაცია „ატუმ", რომლისთვისაც ეს პროექტი განსაკუთრებულად გამორჩეულია. „ატუმ" საბავშვო ბაღის მთელი კომპლექსი ააშენა მშენებლობის უფლების მიღებიდან ორ თვეში. ამ პერიოდში, ადგილობრივი სკოლის მიმდებარე ცარიელ მინდორზე აშენდა როგორც უშუალოდ საბავშვო ბაღის შენობა, ასევე ბაღის ეზო, მესერი, წყლის გამწმენდი ნაგებობა და კომლექსის დამცავი კედელი, შენობაში დამონტაჟდა ყველა საჭირო ინვენტარი და ავეჯი. 2 თვის შემდეგ საბავშვო ბაღი უკვე მზად იყო ექსპლუატაციისთვის. რეკორდულად მოკლე ვადებში აშენებული  საბავშვო ბაღი ფონდმა „ქართუმ" ოზურგეთის მუნიციპალიტეტს აჩუქა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner