logo_geo
eng_logo
რა პერიოდი დასჭირდება მოსკოვიდან ქართული ფილმების სრულად გადმოტანას – კულტურის სამინისტრო დეტალებს განმარტავს
- +

21 ოქტომბერი. 2016. 18:58



მოსკოვიდან ქართული ფილმების ორიგინალების სრულად გადმოტანის პროცესს დაახლოებით ექვსი წელი დასჭირდება - ამის შესახებ „კვირას" კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ნანა დოლიძემ განუცხადა.




მისი თქმით, დასრულებულია მოლაპარაკებები, თუმცა ტექნიკური დეტალების მოგვარება საკმაოდ შრომატევად საქმიანობას მოითხოვს.



რაც შეეხება იმას, თუ სად განთავსდება ფილმები, ნანა დოლიძე ამბობს, რომ ფირების გარკვეული ნაწილი ეროვნულ არქივში შეინახება, თუმცა მოცულობიდან გამომდინარე შესაძლოა, დროთა განმავლობაში ცალკე საცავის აშენების საკითხი დადგეს დღის წესრიგში.



თუ შეუფერხებლად წავა პროცესი, ჩვენი ვარაუდით, 6 წელი დასჭირდება მთლიანად დასრულებას, ამ 6 წლის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა მოხდეს ფილმების გადმოტანა. რეალურად ჩამოდის ფილმის ორი ასლი - ერთი, რომელიც საწყისი მასალაა და მეორე გახლავთ სამუშაო პოზიტივი,რომელიც შემდეგ მოგვცემს საშუალებას გადავიტანოთ ნებისმიერ ფორმატში - ტელევიზიებში საჩვენებლად თუ რეტროსპექტივებზე გადასატანად . საწყის მასალას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მოვლა დასჭირდება. ამ ყველაფერს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ფასეულობა.

ამ ეტაპზე ეროვნულ კინოსტუდიის არქივს აქვს შეზღუდული რაოდენობის მიღების შესაძლებლობა. შესაბამისად, დროთა განმავლობაში, დღის წესრიგში დადგება ფილმთსაცავისათვის სპეციალური ნაგებობის არსებობა, ამ მიმართულებითაც ჩვენ ვთანამშრომლობთ ევოპულ კინოარქივებთან, ვიზიარებთ მათ გამოცდილებას, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ფრანგულ ინსტიტუტთან. ჩვენი მთავარი კონსულტანტი კინო არქივის ფილმთსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით გახლავთ ფრანგული კინოინსტიტუტი, ისინი გვაძლევენ რჩევას თუ რომელი სტანდარტის ფილმთსაცავია საქართველოსთვის საჭირო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ რჩევებით ვიხელმძღვანელებთ იმიტომ, რომ ამ მიმართულებით გამოცდილება ჩვენთანაც აქვს ეროვნულ არქივს და ყველა გამოცდილება იქნება გაზიარებული.

დავასრულეთ მოლაპარაკებების ეტაპი, მაგრამ ტექნიკური დეტალები საჭიროებს დაზუსტებას. გვაქვს ხმასთან დაკავშირებული პრობლემა, ვინაიდან რუსეთის არქივში შენახულია რუსული ხმა, ქართული ხმები ინახებოდა საქართველოში. დროთა განმავლობაში ხანძარიც გაჩნდა ქართულ ფილმში და ეს ხმები განადგურდა, ქართული ხმების გარკვეული ნაწილი გვაქვს, მაგრამ ჩასატარებელია სამუშაოები, ჩამოტანით არ სრულდება პროცესი, ვინაიდან აქ არის ორი მომენტი - ეს არის ჩამოტანა, მისი შენახვის პრობლემა და ამასთანავე, საზოგადოებისათვის მასზე ხელმისაწვდომობის პრობლემა გვაქვს გადასაწყვეტი. ფირების პირველი პარტია ვვარაუდობთ, რომ ნოემბერში ჩამოვა საქართველოში", - განუცხადა "კვირას" ნანა დოლიძემ.

 

 

რუსეთთან საქართველოსთვის ქართული ფილმების ორიგინალი ვერსიების დაბრუნების თაობაზე, გამართული მოლაპარაკებების შედეგად, უკვე გადაწყდა, რომ საქართველოს კინოფონდს 700-ე მეტი ფილმი-ორიგინალი დაუბრუნდება.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner