logo_geo
eng_logo
ირმა სოხაძე: არ მეშინია საკონსტიტუციო უმრავლესობის!
- +

21 ოქტომბერი. 2016. 21:16


 

„ყველას აზრის გათვალისწინება ნონსენსია, თუმცა იმედი მაქვს, უმრავლესობის აზრი გათვალისწინებული იქნება. უბრალოდ ერთს ვიტყვი - არ მეშინია საკონსტიტუციო უმრავლესობის",- ამის შესახებ მომღერალმა ირმა სოხაძემ „რეზონანსთან" განაცხადა  და აღნიშნა, რომ ამომრჩევლები მეორე ტურის არჩევნებთან დაკავშირებით კარგად უნდა დაფიქრდნენ და გადაწყვეტილება არსებული რელობიდან მიიღონ.


„კარგად დაფიქრდნენ ჩვენი ამომრჩევლები და გადაწყვეტილება არსებული რეალობიდან მიიღონ. ძალიან დიდი ძალით მოდის „ნაციონალური მოძრაობა", რომელზეც გვეგონა, რომ დავემშვიდობეთ და 4 წელი წყნარად გვეძინა.

 

ახლა მთელი პასუხისმგებლობა ექნება მმართველ ძალას და რა თქმა უნდა, ხალხს ჭკუას შეეკითხებიან, თუმცა ყველას აზრს ვერ გაითვალისწინებენ. და თუ არ გაითვალისწინებენ, პასუხიმგებლობა მათზე იქნება და ხელს ვერავისკენ გაიშვერენ",- განაცხადა სოხაძემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner