logo_geo
eng_logo
ნათია ნოდია: მიხედეთ მაგდას, ის ღირსეული საქართველოს მომავალია!
- +

21 ოქტომბერი. 2016. 21:18



ჟურნალისტი ნათია ნოდია სტუდენტ მაგდალენა არსენიძესთან დაკავშირებით , რომელიც აქტიურად აშუქებს თურქეთელი და ფერეიდნელი, ასევე, სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველების ცხოვრებას  სოციალურ ქსელში წერს:

 

„არ გადავდებ თემას, იმის შიშით, რომ ვინმე მლიქვნელობაში ჩამითვალის-მეთქი. პირდაპირ ვიტყვი: ფერეიდნელი ქართველების და არა მარტო მათ ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს გოგონას სახელად მაგდა.

 

და ის მხოლოდ 20 წლისა და მას მხოლოდ ინტერნეტსივრცე აქვს სამოქმედოდ-ეს არის სამწუხარო რეალობა, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია, რაც უცხოეთის ქართველობას ეხება, მისი ტკივილია.

 

აქვს კონტაქტები, არის კურსში ყველაფრის, რაც მიმოფანტულ სისხლ-ხორცს ეხება.

 

აქტიურ ჟურნალისტიკაში ვიყავი, როცა გავიცანი. მინდოდა დამეწერა ქართულ დიასპორაზე, სულაც არ არის გასაკვირი, რომ თემამ მაგდა არსენიძემდე მიმიყვანა. ამას გარდა, იაპონელ ქართველოლგთან ჰიროტაკე მაედასთანაც დამაკავშირა. არაფერს ეროვნულს, სისხლხორცეულს არ გაუვლია მისი თვალთახედვის მიღმა.

 

სანამ არ გავიცნობდი, ვერაფრით წამოვიდგენდი, რომ ამ ბუმბერაზ საქმეს პატარა გოგონა აკეთებს. აკეთებს უგასამრჯელოდ, უდრტვინველად და უსამსახუროდ.

 

ამას წინათ, გადავხედე არც თუ მასშტაბურ, მაგრამ მაინც ჩემს ნაშრომს ჟურნალისტიკაში. გამიხარდა, რომ საშა კლიმჩუკი, 8 აგვისტოს ომში დაღუპული ჟურნალისტი მოვაგონე ჩვენს საზოგადოებას. იქნებ, დადგა დრო, რომ მაგდა გაიცნოთ და დააფასოთ ისე, როგორც მას ეკუთვნის.

 

„დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან"-უთქვამს ნიკო ლორთქიფანიძეს. მე კი არ მინდა, რომ მაგდა მიღმა დარჩეს.

 

არ მინდა, რადგან ამით ეროვნულ საქმეს აკლდება. ამ პატარა გოგოს ენერგია, გულიანი დამოკიდებულება და შიშველი ენთუზიაზმი, უფრო მეტია, ვიდრე ზოგიერთი ჩინოვნიკის რუტინული პიარკამპანია. მიხედეთ მაგდას, ის ღირსეული საქართველოს მომავალია!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner