ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს:
„რა გჭირთ, ხალხო, რამ გადაგრიათ? ჯერ იყო და ანზორ მელია გაასწორეთ მიწასთან, მერე -ირაკლი ოქრუაშვილი, ახლა დათო თარხან- მოურავს დაეტაკეთ, რა სჭირს ან ერთს, ანმეორეს, ან მესამეს თქვენი დასაცინი და გასამათრახებელი? თქვენ ის ხალხი ხართ, ქვას რომპირველი ესვრით და მერე იკითხავთ - „იყო ნეტა ეს კაცი დამნაშავეო?"... ანზორ მელიასაცდიდ პატივს ვცემ, ირაკლი ოქრუაშვილიც ჩემი მეგობარია და დათო თარხან- მოურავიც. დასაერთოდ, ბავშვობიდან ვერ ვიტან, როცა ადამიანს დაუმსახურებლა ლანძღავენ... ამოვიდარა ეს ყველაფერი უკვე ყელში", - წერს ფოფხაძე.