თეატრმცოდნე დოდო ხურცილავა „რეზონანსთან" საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას" 4 წლის განმავლობაში საზოგადოების აზრის საწინააღმდეგო არაფერი გაუკეთებია.
„ამ 4 წლის განმავლობაში „ოცნებას" ხელაღებით ისეთი არაფერი გაუკეთებია და თავი არ მოუჭრია. საზოგადოების აზრის საწინააღმდეგოს არაფერს აკეთებდნენ. გვჯერა ამ ადამიანების, მივეცით გარკვეული ხმებიც და ახლა ვნახოთ რა იქნება. ვფიქრობ, ამ ჯგუფის შექმნას წინ არაფერი უდგას და მე მგონი, ყველაფერს საკმაოდ კარგად გაართმევენ თავს",- განაცხადა ხურცილავამ.