„NDI საპარლამენტო არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს",- ამის შესახებ NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს განუცხადა და აღნიშნა, რომ ლეგიტიმურობის იდეა კონტექსტიდან ამოგლეჯილი და ჰიპოტეთური იყო.
„მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ინტერპრეტაცია არასწორი იყო, NDI არ აყენებს 8 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ. თუ წაიკითხავთ ჩვენ განცხადებებს არჩევნების დღიდან მოყოლებულს, იქ ვსაუბრობთ ხმების პარალელურ დათვლაზე, რომ იყო რწმენა იმისა, რომ ამ არჩევნებში ხალხის ნება იყო გამოხატული.
დღევანდელ განცხადებაში კი ვთქვით, რომ თუ ადმინისტრაციული პრობლემები გამოსწორდება გრძელვადიან პერიოდში, სამომავლოდ შესაძლოა, ამან გააჩინოს გარკვეული კითხვები საარჩევნო პროცესის სანდოობასთან დაკავშირებით.
ჩვენი მიზიანი იყო ყველა მხარის მობილიზება, რომ ამ არჩევნების მიმართ ნდობა უფრო გაძლიერდეს. ლეგიტიმურობის იდეა კონტექსტიდან ამოგლეჯილი და ჰიპოტეთური იყო. ასე, რომ ჩვენ 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ", - განაცხადა თორნტონმა.