ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„კარგად დაბნელებული იყო, დიღმის მასივში მაიაკოვსკის სკვერის გავლით სახლში ვბრუნდებოდი. გაჩახჩახებული ლამპიონები, ჩართული შადრევანი, შემოდგომის ბაღი, სკამებზე აქა-იქ მომყუდროებული წყვილბიც ისხდნენ. მოკლედ, ძაან პოეტურ ხასიათზე დავდექი, წატრაბახებაც კი მომინდა- აბაა? ეს მშვენიერი ბაღი ჩემმა სამსახურმა გააკეთა თქო, მაგრამ ვინ დამაცადა. სად იყო და სად არა ძაღლიანმა ქალმა ჩამიარა და რას ვხედავ - მწვანე ბუჩქს მიაფხოკიალებს. აუუ, ვიცანი, ჩვენების დარგული ღვია იყო და ვეკვეთე ქალს:
- ახლავე წამოდი და სადაც მოთხარე იქვე ჩარგე, ეგ ბუჩქი.
- რა გინდა ქალოო, რა ბეტეერივით დამეტაკე.
- რა და, დაგინახე. როგორ ამოთხარე, ახლავე პატრულს დავურეკავ...
- რა პატრული?
- ვეტყვი, რომ მოიპარე.
-აა, ახლა ქურდიც გამომიყვანე არაა? ამოვთხარე რა, კი არ დამიმტვრავია?! მიმაქ, ჩემს ეზოში დავრგავ, ვააა, გიჟი ხარ ვიღაცა...
- ეს ბაღიც შენი არაა, აბა ვისია?
- კაი, ახლა აქ მაინც არ გააჩერებენ, სხვები მოთხრიან.
სერიიდან ვაი, ჩვენს პატრონს..."