საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან ერთად ინგოროყვას კლინიკაში მივიდა, სადაც დედოფლისწყაროში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ჯარისკაცი იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, თბილისში კახეთიდან კიდევ ოთხი სამხედრო მოსამსახურე უნდა ჩამოიყვანონ. დანარჩენი დაშავებულები კახეთის რეგიონებში არიან გადანაწილებულები. წნორის კლინიკაშია განთასებული 8 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო 22 დედოფლისწყაროს საავადმყოფოში იმყოფება.