logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: ყველას ყველაფერი კარგად გვახსოვს!
- +

21 ოქტომბერი. 2016. 22:14


 

„ყველას ყველაფერი კარგად გვახსოვს და თუ აქამდე რაღაცეების თქმას ვერიდებოდით, ეს მხოლოდ „ნაცების" რევანშის საფრთხის გამო ხდებოდა",- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც მანჯავიძე აღნიშნავს, საზოგადოებას ბევრი რამ კარგად ახსოვს.

 

„ისე, სხვათა შორის, ზოგიერთების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება და „ნაცების" ჩამოცილება სახელისუფლებო ბერკეტებიდან არ ნიშნავს მათთვის ინდულგენციას. ასევე გაითვალისწინონ, რომ ყველას ყველაფერი კარგად გვახსოვს და თუ აქამდე რაღაცეების თქმას ვერიდებოდით, ეს მხოლოდ „ნაცების" რევანშის საფრთხის გამო ხდებოდა.

 

კარგად გვახსოვს, ისინი, ვინც ბუჩქებში იჯდა და ისინიც, ვინც ბოლო მომენტში, როცა არაფერი ემუქრებოდათ, გლისტებივით შეძვრენ ხელისუფლებაში და ახლა იქ მავნებლობენ.

 

ეს ისე, ცნობისათვის!",- წერს მანჯავიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner