BBC საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით იტყობინება,რომ ლონდონის სიტის აროპორტიდან 500-მდე მგზავრის ევაკუაცია განხორციელდა და განგაში „ქიმიურ ინციდენტს" უკავშირდება.
ლონდონის სახანძრო სამსახურის ცნობით, ევაკუირებულია მთელი ტერმინალი. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და ექიმები. მომხდარის მიზეზი ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა როგორც BBC წერს, ერთდროულად რამდენიმე მგზავრი შეუძლოდ გახდა.
ერთ-ერთი ევაკუირებული მგზავრი მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ ესკალატორთან გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, რის გამოც იქ მყოფ ხალხს ხველება დაეწყო. ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.