logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: ჯარისკაცების სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება
- +

21 ოქტომბერი. 2016. 22:39



საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ჯარისკაცების სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ორივე მათგანი საჭიროებს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას. 


სერგეენკომ თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან ერთად ინგოროყვას კლინიკაში  დედოფლისწყაროში დაშავებული ჯარისკაცები მოინახულა.


„პირველადი შეფასებით, ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობა ქონდა ამ ორ პაციენტს, რომელიც გადმოვიდნენ ინგოროყვაში, კიდევ ერთი პაციენტი მოვა ამავე კლინიკაში და ეხლა მიდის შეფასება სამი პაციენტის გადმოყვანის შესახებ, ჯამში ალბათ 6 პაციენტის გადმოყვანა იქნება საჭირო, დანარჩენს ადგილზე ჩაუტარდათ სამედიციო დახმარება და ისინი რაიმე დამატებით ჩარევას არ საჭიროებენ, ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩნდათ დედოფლისწყაროს და წნორის კლინიკებში",- აღნიშნა დავით  სერგეენკომ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner