logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯარისკაცების მდგომარეობა იყოს სტაბილური
- +

21 ოქტომბერი. 2016. 22:39


 

„ცალკეული უწყებების, განსაკუთრებით შსს-სი, ადგილზე სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციის და განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმმა, ძალიან მყისიერმა მოქმედებამ შესაძლებელი გახადა ის, რომ შევინარჩუნეთ სხვა ჯარისკაცების სიცოცხლე", - ამის შსახებ თავდაცვის  მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ გამოძიება დაწყებულია და გამოძიება გასცემს ყველა კითხვას პასუხს. ლევან იზორია ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც დედოფლისყაროში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი დაშავებული  ჯარისკაცი მიიყვანეს. ლევან იზორიამ ასევე გარდაცვილი ჯარისკაცის ოჯახს მიუსამძიმრა.


„პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს. ჩვენ ამ მძიმე წუთებში ბუნებრივია ვიქნებით ოჯახის გვერდით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დიდი ტკივილი შევამსუბუქოთ",- აღნიშნა მინისტრმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner