logo_geo
eng_logo
კოსტანტინე მუმლაძე: ორივე ჯარისკაცის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის მძიმეა
- +

21 ოქტომბერი. 2016. 23:06



ინგოროყვას კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგმა კოსტანტინე მუმლაძის განცხადებით,  ორი ჯარისკაცის მდგომარეობა, რომლებიც ინგოროყვას კლინიკაში არიან გადმოყვანილი, ამ ეტაპზე მძიმეა.


„ერთის მდგომარეობა გამოხატულია სხეულის მრავლობითი დაზიანებით, გულმკერდის დახურული ტრამვით, ფილტვების დაჟეჟილობით, მენჯის ძვლის მოტეხილობით. ზოგადი მდგომარეობა პაციენტის არის სტაბილურად მძიმე. მიმდინარაობს შოკის საწინააღმდეგო თერაპია,  ამასთან უგრძელდება მკურნალობა და მოთავსდება რეანიმაციის განყოფილებაში.

 

მეორე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია შედარებით. გამოხატულია ქალა-ტვინის დახურული ტრამვა. თავის ტვინის შერყევა, რეტროგრადიული ამნეზიით. ორივეს შემთხვევაში მდგომარეობა რჩება მძიმე",- განაცხადა ექიმმა.

 

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, „კამაზის" მარკის სამხედრო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი სამხედრო მოსამსახურე. 27 დაშავებული სამხედრო მოსამსახურე დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner