logo_geo
eng_logo
პრეზიდენტის მრჩეველმა და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში დაშავებული სამხედროები მოინახულეს
- +

21 ოქტომბერი. 2016. 23:33



საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დავალებით, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძემ და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ თეონა აქუბარდიამ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე სამხედრო ავტომანქანის გადატრიალების შედეგად დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები  მოინახულეს.


პრეზიდენტის მრჩეველმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ უშუალოდ კლინიკის ხელმძვანელობისაგან მოისმინეს ინფორმაცია დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.


თეონა აქუბარდია და ალექსანდრე ბარბაქაძე საავადმყოფოში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს ვლადიმერ ჩაჩიბაიას უბედური შემთხვევის შესახებ გაესაუბრნენ და ჯარისკაცის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner