logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი ამოცანა პარლამენტის გაძლიერებაა
- +

22 ოქტომბერი. 2016. 00:00



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა პარლამენტის გაძლიერებაა.


„2012 წლამდე საქართველოში მოქმედებდა ასეთი სისტემა, რომ ჩვენ სუპერ ძლიერი პრეზიდენტი და სუსტი პარლამენტი გვყავდა. ცვლილებების განხორციელების მიზანი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი დარჩენილიყო პრემიერ-მინისტირს პოსტზე და ძალაუფლება შეენარჩუნებინა. რეალურად მივიღეთ როგორი კონსტიტუციის ტექსტი, რომ დღეს ძლიერი პრემიერ-მინისტრი, ხოლო სუსტი პარლამენტი და პრეზიდენტი გვყავს.

 

ჩვენი მთავარი ამოცანაა, პარლამენტის გაძლიერება. ჩვენი ოთხწლიანი მუშაობის მთავრი მიღწევაა, რომ პრემიერის და პარლამენტის ურთიერთობა დაბალანსებულია, მაგრამ არის რისკები, რომლებიც შეიძლება ამოქმედდეს საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში.  აუცილებელია დღესვე დაიხვეწოს კონსტიტუციის ტექსტი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემები არ მივიღოთ. პარლამენტის ფუნქციის გამყარება საჭიროა კონსტიტუციით",- განაცხადა კობახიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner