„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" სახით საქმე გვაქვს ისეთ ძალასთან, რომლის სტრატეგია ხელისუფლკების დისკრედიტაციაა.
„ეს ის ძალაა, რომელიც არჩევნებს ძალადობით ატარებდა. მეორე ტურში მაქსიმალურად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური ძალა და მათი პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებლები ხელისუფლებაში არ მოვიდნენ. კანონით მონიჭებულ ყველა უფლებას გამოვიყენებ, რომ ამ ძალას მართვის პერსპექტივა არ ჰქონდეს. იყვნენ ოპოზიციაში ცრუ პოლიტიკის მატარებლები, მაგრამ მათი მმართველობის შედეგები ლაკმუსის ქაღალდი უნდა იყოს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა სწორი არჩევანი გააკეთონ. ქართული საზოგადოება მათ ძალადობრივ რეჟიმს ნამდვილად არ შეეგუება. მე და ჩემს ამომრჩეველს მეტი მოტივაცია გვაქვს, ამ ძალადობრივ რეჟიმსა და პოლიტიკურ იდეოლოგიაზე უარი ვთქვათ. ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებული ვიქნებით, რომ მეორე ტურში გავიმარჯვოთ", - განაცხადა სესიაშვილმა.