logo_geo
eng_logo
ბაჩო კიკაბიძე: მაუწყებლობა საინფორმაციო გამოშვებების მცირე ნაწილით დაიწყება
- +

17 მარტი. 2016. 13:52


სასამართლო სხდომა, სადაც მოსამართლე „მაესტროს" ლოგოსა და სახელზე გადაწყვეტილებას გამოიტანს, 25 მარტს გაიმართება. შპს „ტელეკომპანია მაესტროს" გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე ამბობს, რომ „მ 24" მომდევნო კვირიდან დაიწყებს მაუწყებლობას. ამას გარდა, ცნობილი ხდება, რომ უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ბაჩო კიკაბიძესა და მაკა ასათიანს შორის, რის მიხედვითაც, ახალი არხი იმ შენობიდან იმაუწყებლებს, საიდანაც დღეს ეთერში შპს „სტუდია მაესტრო" მაუწყებლობს.


„კიდევ ერთი საოცრება მოხდა, 25 რიცხვში ჩანიშნეს ლოგოსთან დაკავშირებით პირველი სხდომა. იმიტომ, რომ სასწრაფოდ ითქვას - არანაირი შეხება არ მაქვს „მაესტროსთან" და ის ეკუთვნის გია გაჩეჩილაძეს. „მ24"-თან დაკავშირებით, პარასკევს წარვადგენ მარეგულირებელ კომისიაში საინფორმაციო ბადეს. საინფორმაციო გამოშვებების მცირე ნაწილი დაიწყება და შემდგომში მეტი გადაცემა დაემატება", - განუცხადა ბაჩო კიკაბიძემ „რუსთავი 2"-ს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner