logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ვხედავთ, როგორ ცდილობს „რუსთავი 2“ არჩევნების დისკრედიტაციას
- +

22 ოქტომბერი. 2016. 00:32



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში  NDI-ის მიერ განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის წინ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ  აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ ერთხმად აღნიშნა, რომ საქართველოში გამორჩეულად თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა.


 

„NDI-ის დასკვნის სრულ ტექსტს არ გავცნობივარ, მაგრამ ის, რაც მოვისმინე, ზედმეტად მკაცრია, რასაც შესაძლოა, გარკვეული საფუძველიც ჰქონდეს. NDI-ისა და IRI-ის კვლევების ზოგად დამოკიდებულებაზე არაერთხელ მისაუბრია. აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ ერთხმად აღნიშნა, რომ საქართველოში გამორჩეულად თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალზე აუცილებლად აისახება", - განაცხადა სესიაშვილმა და აღნიშნა, რომ არჩევნებზე ცალკეული შემთხვევები იყო, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ გადაფარავს და გამორჩეულ არჩევნებს ვერანაირად ვერ დააკნინებს.


„ჩვენ ამ არჩევნებით ვამაყობთ და მეორე მხრივ ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს „რუსთავი 2" არჩევნების დისკრედიტაციას. ეს ალბათ, იმისთვისაა გამიზნული, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს სალაპარაკო მიეცეთ. არჩევნებზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა ჩატარდეს. წინა ხელისუფლებამ შეგვაჩვია იმ რეალობას, როცა გამოძიება ძალიან მოკლე ვადებში იმ შედეგით სრულდებოდა, რაც მათ პოლიტიკურ ინტერესებს შეესაბამებოდა. ჩვენ ამ პრაქტიკაზე უარი ვთქვით. სრულფასოვანი გამოძიების შედეგად, შესაბამისი ფაქტები მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს და იმედი მაქვს, მეორე ტურის ჩატარებამდე გამოძიება თავის სიტყვას იტყვის",- განაცხადა სესიაშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner