logo_geo
eng_logo
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს სამძიმარს ვუცხადებთ
- +

22 ოქტომბერი. 2016. 02:13


 

 

საქართელოს თავდაცვის სამინისტრო 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.


 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების შენახვის ბაზის სამხედრო მოსამსახურის, რიგით აკოპ სამველის ძე მალხასიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს.

 

რიგითი მალხასიანი 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

 

რიგითი აკოპ მალხასიანის 2015 წლის ნოემბრის თვიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდა.

 

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- მუხლის მე-5 ნაწილით.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს და მის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად დაფარავს",- ნათქვამია განცხადებაში.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner