logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ხედავთ, რამოდენა ბომბი დაგვიტოვა სააკაშვილმა აჭარაში?!
- +

22 ოქტომბერი. 2016. 11:36



„ჩემი უცხოელი კოლეგები სომხეთიდან და უკრაინიდან მეკითხებიან - „რა განსხვავებაა „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის, როცა ორივე აცხადებს, რომ NATO და ევროკავშირი უნდათ?" ახლა მე ვეკითხები „ქართულ ოცნებას" - რუსეთის გარეშე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა როგორ წარმოგიდგენიათ?", - აღნიშნული განცხადება ნიკოლოზ მჟავანაძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში გააკეთა.



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის თქმით, თუ დროზე არ ვუშველით საქმეს, შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ საქართველოს აჭარის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის შენარჩუნება უფრო გაუჭირდება, ვიდრე აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნება.



„ხედავთ, რამოდენა ბომბი დაგვიტოვა სააკაშვილმა აჭარაში, როცა 30 ათას თურქს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა? თქვენ იცით, რა მოხდა ფონიჭალაში, როცა სალაფიტებმა შავი დროშებითა და ხმლებით ქუჩაში მსვლელობა მოაწყვეს?  ვნახეთ, რაც მოიმოქმედეს ერთობლივად ნაცისტურმა სექტამ და პაატა ბურჭულაძემ მარნეულში, როცა არჩევნების ჩასაშლელად მოწყობილი არეულობა უკვე ეთნიკურ შუღლსა და დაპირისპირებაში გადაიზარდა. პაატა ბურჭულაძე და აჰმედ იმამყულიევი პრესკონფერენციებს კი არ უნდა ატარებდნენ, ციხეში უნდა ისხდნენ! ხელისუფლებამ გაბედულად უნდა იმოქმედოს და სასწრაფოდ დააპატიმროს არეულობის ორგანიზატორები - ბურჭულაძე და იმამყულიევი!" - აცხადებს მჟავანაძე.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner