საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ პირადად თვითონ და „რესპუბლიკელებიც" ბიძინა ივანიშვილთან ურჩობისთვის დაისაჯნენ - „ქართული ოცნების" წევრი თამარ ჩუგოშვილი ეხმაურება:
„როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები ერთხმად აცხადებენ, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა. გულდასაწყვეტია, რომ საკუთარი შედეგების სხვისთვის გადაბრალებას ცდილობენ", - განაცხადა ჩუგოშვილმა.