logo_geo
eng_logo
მარინა მუსხელიშვილი: ჩემთან ერთად ბარიკადების აქეთა მხარეს იდგნენ ისინი, ვინც უნივერსიტეტიდან გამაგდო...
- +

17 მარტი. 2016. 14:14


გთავაზობთ საზოგადოების კვლევის ცენტრის დირექტორის, პროფესორ მარინა მუსხელიშვილის facebook-სტატუსს თსუ-ში განვითარებულ პროცესებზე:


„სამი წელი უნივერსიტეტისგან განზე ვიდექი, მაგრამ გუშინწინ მივედი იმ ახალგაზრდების მხარდასაჭერად, ვინც ჯერ კიდევ 2012 წელს აკადემიური და სხვა თავისუფლებებისთვის ბრძოლაში ჩაებნენ. ჰოდა, რას ვხედავ: ჩემთან ერთად ბარიკადების აქეთა მხარეს დგანან ისინი, ვინც უნივერსიტეტიდან გამაგდო და დღემდე არ მიშვებენ! თურმე, აქაურ მურუსიძეებს გულთან ახლოს მიაქვთ ავტონომიის ლოზუნგი და ამ ავტონომიის იმედით არიან! ახალგაზრდების კეთილშობილური ბრძოლა, არსს აცდენილი ლოზუნგის გამო, გახდა სულ სხვა ინტერესების თავშესაფარი. ბევრად უკეთესი იქნებოდა, ეს შესაძლებლობა მათთვის არ დაეტოვებიათ. ასევე, გამიხარდებოდა, თუკი მემარცხენე ახალგაზრდა ლიდერების ბირთვი მიხვდებოდა, რომ ნეოლიბერალური ლოზუნგის ქვეშ გაერთიანება არ ეკადრებოდათ", - წერს მუსხელიშვილი სოციალურ ქსელში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner