logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: სარკეში ჩაიხედეთ, არ გრცხვენიათ?!
- +

22 ოქტომბერი. 2016. 12:43



„პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„ჩვენი საზოგადოების ნაწილი სოციალური ქსელში ჰპოვებს „შვებას". ზოგი, უბრალოდ, ღვარძლიანი და წუწკია. პირში გიცინის, მერე ე.წ. ფეიკად იცვლის ფერს (სქესსაც მიაყოლებს) და დაგცინის, ან უშვერი სიტყვით გლანძღავს. ზოგი იმდენად თავხედია, რომ... უკვე არც იმალება და ისე იღრინება. შეურაცხყოფას გაყენებს. იცის, არ დაისჯება. ვინ დასჯილა? ხალხს შვილები უწამეს ციხეებში და ჯალათების მისამართი ჩემთან მოჰქონდათ, - ჩემი შვილის მწამებელი დასაჯეო და სტატუსის გამო დაისჯება ე.წ. ბლოგერი?! ვითომ „ბლატაობენ" და ავი ძაღლის დანახვაზე ეზოში ვერ შედიან. ვითომ პროფესორობენ და ლაბორანტის სტატუსს ვერ წვდებიან. ვითომ იუმორს „აწვებიან" და ერთი მდაბიო, გაუნათლებელი კომედიანტები და „შუტები" არიან. ბევრი სოციალურ ქსელში „ავატარობისთვის" ჰონორარსაც იღებს. აი, ვიღაცისთვის არასასურველ ტიპს რომ აგინოს, იმაში ხელფასს უხდიან. ეს facebok- პროსტიტუცია ერთობ მომგებიან პროფესიად იქცა. ასე რომ, ამომრჩეველი ხომ იყიდება და იყიდება, სტატუსებიც იყიდება ამ ქვეყანაში. სარკეში ჩაიხედეთ, არ გრცხვენიათ?!" - წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner