„ვეტერანები ჯანსაღი ცხოვრების სადარაჯოზე" - ამ დევიზით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით სირბილში მარათონი ჩატარდა.
ვეტერანის კვირეულის ფარგლებში ვეტერანები დღეს კუს ტბის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მართონში მიიღეს მონაწილეობა.
ფინიშის ხაზი პირველმა ჯიმი ინატაშვილმა გადაკვეთა, მეორე ადგილზე - დავით გიუნაშვილი, ხოლო მესამეზე ლევან შანიძე გავიდა.
გამარჯვებულები სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ კვეზერელმა და დირექტორის მოადგილემ მირონ ჩიგოგიძემ სპორტული საათებით, თასითა და სიგელებით დააჯილდოვეს.
მარათონის ორგანიზებაში სამსახურის მხარდამჭერია ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია.