logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: ვიცი, საიდან მოდის სააკაშვილის განერვიულება
- +

17 თებერვალი. 2016. 17:33


„ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" თავმჯდომარე ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ უკრაინის ერთ-ერთმა დიდმა გამომცემლობამ, მისი წიგნების „მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი" და „გისოსებს მიღმა საქართველოა" გამოცემა გადაწყვიტა, ამან კი მიხეილ სააკაშვილი გააღიზიანა. ამის შესახებ მოროშკინამ „TV პირველის" ეთერში საუბრისას განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ამ ფაქტის შემდეგ, სააკაშვილი მოროშკინას ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა.


„ჩვენ უნდა გვენახა მიუნხენიდან გიორგი კვირიკაშვილის ჩართვა, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება. ამ დროს კი, ვიხილეთ ძალიან განერვიულებული ექს-პრეზიდენტი. ეს ძალიან ცუდი სანახავი იყო. მე ვიცი, საიდან მოდის სააკაშვილის განერვიულება. უკრაინის ძალიან დიდმა გამომცემლობამ მომმართა თხოვნით, რომ ჩემი წიგნები „მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი" და „გისოსებს მიღმა საქართველოა" გამოიცეს უკრაინასა და რუსეთში. უკრაინის ცენტრალურ არხზე და „ენ-ტე-ვე"-ზე გავიდა ამასთან დაკავშირებით სიუჟეტი, რამაც ძალიან გააღიზიანა სააკაშვილი და სიტყვები გადმომცეს, რომ როგორც ხარძიანის მკვლელობის დამკვეთი ვერ იპოვეს, ისე ვერ იპოვიან იმ დამკვეთს, რომელიც მე „გამასაღებს". მინდა შევუთვალო მას, რომ ამ ყველაფრის არ მეშინია.  სააკაშვილი ძალიან აანერვიულა ამ ფაქტებმა. როგორც თავად ამბობს, საქართველოს ტელევიზიების გაბარიტები მისთვის არაფერია. ხოლო დამერწმუნებით, სხვაა, როდესაც უკრაინის ცენტრალური ტელევიზია გადმოსცემს იმას, რაც მოხდა 26 მაისს, 7 ნოემბერს..." - განაცხადა მოროშკინამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner