logo_geo
eng_logo
სტალინის შვილიშვილი, სოციალურ ქსელში დახეული „კოლგოტკით“ და სათამაშო ავტომატით გამოჩნდა
- +

17 მარტი. 2016. 14:15


სოციალურ ქსელში პოპულარული გახდა ამერიკის მოქალაქე კრის ევანსის - სტალინის ღვიძლი შვილიშვილის ფოტოები, რომლებიც ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში აიტვირთა, თუმცა საზოგადოების განსჯის საგანი ახლა გახდა.


ფოტოებზე ევანსი პოზირებს სათამაშო ავტომატით, ორი პისტოლეტით და დახეულ „კოლგოტკებზე" ამოცმული შორტებით. ქამარზე პლასტიკატის ხელბორკილი, სათვალე და პლუშის დათუნია ჰკიდია.


ფოტოზე აქტიური რეაქცია Twitter-ის რუსული სეგმენტის მომხმარებლებმა მოახდინეს.


43 წლის ევანსი სვეტლანა ალილუევას შვილია უილიამ პიტერსთან ქორწინებიდან. ცხოვრობს პორტლენდში, ორეგონის შტატში, დედამისი 2011 წელს გარდაიცვალა მოხუცთა თავშესაფარში. 2012 წელს კრისი ამბობდა, რომ მძიმედ განიცდიდა დედის დაკარგვას, ხოლო ბაბუის, იოსებ სტალინის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი. „პარი მატჩი"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „ალილუევები სტალინმა გაანადგურა". „ჩემი ოჯახი - ეს ჯუღაშვილებია, რუსები ქართული ფესვებით".

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner