logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: გადაცემა „მემკვიდრეობაში“თქვენ ნახავთ უნიკალურ დოკუმენტურ ფილმს
- +

22 ოქტომბერი. 2016. 14:33


ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ვინც ცხოვრობთ მესტიაში, ლენტეხში, ხობში (ან ვინც ამ რაიონებიდან ხართ წარმოშობით), უსათუოდ უყურეთ „ობიექტივს" კვირას, 23 ოქტომბერს, 21:30 წუთზე - გადაცემა „მემკვიდრეობაში"თქვენ ნახავთ უნიკალურ დოკუმენტურ ფილმს, სადაც შეიძლება ამოიცნოთ თქვენი თავი, ნახოთ თქვენი ბაბუა, ბებია, დედა, მამა, და, ძმა.

 

ალბათ, გახსოვთ ოთხმოციანი წლების მეორე ნახევარში დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიური უბედურებები - სვანეთში დიდთოვლობა, ზვავები და ხობში წყალდიდობა.

 

სვანეთის მთებიდან ბარისკენ დაძრული ზვავი ისეა გადაღებული, გეგონება დაგეტაკება და ჩაგიტანს. ფილმში ნახავთ სვანური ზარის ფონზე როგორ კრძალავენ სტიქიის დროს დაღუპულებს. ნახავთ დიასახლისები მიწასთან გასწორებულ სახლ-კართან როგორ მოთქვამენ. ნახავთ ხობი როგორ მიაქვს წყალს. ნახავთ სტიქიის შედეგად დაზარალებულ და მთავრობისგან მოტყუებულ ქართველებს. ასევე ნახავთ მატყუარა თანამდებობის პირებსაც.

 

ამ დოკუმენტურ ფილმში ისეთი ჟურნალისტური გამოძიებაა ჩატარებული, რომ ნებისმიერ თანამედროვე სტუდიას და საგამოძიებო სფეროში მომუშავე ჟურნალისტს შეშურდება (კეთილი შურით).

 

დოკუმენტურ ფილმს ჰქვია „ზარი". 1987 წელსაა გადაღებული და პირველი არხის ეთერში მხოლოდ ერთხელ გავიდა.

 

სად მოეწყო „ზარის" წარდგინება და რა შედეგი მოჰყვა ხელისუფლების ფულით დაფინანსებული ანტისახელისუფლებო ფილმის გაკეთებას, ამის შესახებ შეიტყობთ გოგა ხაინდრავასთან ჩაწერილი პატარა ვიდეოკომენტარიდან , რომელსაც 23-ში, 21:30 წუთზე ნახავთ და მოისმენთ „ობიექტივის" პირდაპირ ეთერში. გოგა ხაინდრავა იყო ამ დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთ მთავარი შემოქმედი".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner