ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, დარჩელის პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსის, ზაზა მესხიას სიცოცხლე ემსხვერპლა.
შსს-ში „პირველს" განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.