logo_geo
eng_logo
ზაალ კასრელიშვილი: რუსეთი არ იქნება წინააღმდეგი, რომ საქართველოში მაიდანი განმეორდეს
- +

17 მარტი. 2016. 14:20


რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ იქნება წინააღმდეგი, თუ  საქართველოში ოქტომბერში განმეორდება მაიდანი, ოღონდ პირიქით, პრორუსული ორიენტაციის ძალების სასარგებლოდ", - ამის შესახებ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთი ამისთვის გარკვეულწილად უკვე ემზადება. ამის შესახებ კასრელიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ რუსეთს იმედი აქვს, რომ პროდასავლური ორიენტაციის ძალების სასარგებლოდ არჩევნები გაყალბდება და სწორედ ეს გამოიწვევს პრორუსული ძალების გააქტიურებასა და ქუჩის აქციებს.


„დიპლომატია და პოლიტიკა ქვეტექსტების ენაა. თვითონ კარასინი მძიმეწონითი კატეგორიის დიპპლომატია და გამორიცხულია, რომ ემოციის დონეზე გაეკეთებინა განცხადებები. აქედან გამომდინარე, კარასინის მიერ გაჟღერებული გზავნილები კრემლის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიციასთან თანხვედრაშია. კარასინმა დატუქსა პროდასავლური ორიენტაციის გაერთიანებები საქართველოში და პირიქით, წაახალისა პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკური ძალები. საკმაოდ სერიოზული საფიქრალი დაგვიტოვა მან.

 

რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ელოდება არჩევნებს, რომელიც საქართველოში შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. მას იმედი აქვს, რომ პროდასავლური ორიენტაციის ძალები ვერ გაიმარჯვებენ. რუს პოლიტიკოსებს იმედი აქვთ, რომ პროდასავლური ორიენტაციის ძალების სასარგებლოდ არჩევნები გაყალბდება, რის გამოც ისინი პრორუსული ორიენტაციის ძალებს გააქტიურებენ და ქუჩებში გამოიყვანენ საპროტესტო აქციების ჩასატარებლად. ამის გენერალური რეპეტიცია, პატარა მასშტაბებით, უკვე ჩატარდა. ეს იყო „რესპუბლიკელების" და „მრეწველების" დაპირისპირება საგარეჯოში გაყალბებული არჩევნების თაობაზე", - განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner