ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს" „ბოევიკებმა" ერაყის ქალაქ მოსულში 284 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. აღნიშნული ფაქტი ქალაქის სამხრეთ რაიონში დაფიქსირდა.
მათივე ინფორმაციით დახვრეტილთა შორის ბავშვებიც იყვნენ. ტერორისტებმა დახოცილები ერთ საფლავში ბულდოზერით ჩაყარეს.
ერაყის შეიარაღებული ძალები და ქურთი მოხალისეები მოსულს უკვე რამდენიმე დღეა უტევენ. ერაყში „ისლამური სახელმწიფოს" არაოფიციალურ დედაქალაქზე შეტევაში 60 ათასი ადამიანი მონაწილეობს.