logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: დავღუპულვართ და ეგ არის!
- +

22 ოქტომბერი. 2016. 15:48



პუბლიცისტი და პოეტი ვახტანგ ხარჩილავა „ასავალ-დასავალთან" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საუბრობს:


„უკიდურესად გაოგნებული ვარ „ნაციონალური მოძრაობის" შედეგებით! მომკალით და ვერ ვიჯერებ, რომ ნახევარმა მილიონმა კაცმა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და კარგად იცის, 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის რეჟიმი რასაც სჩადიოდა, ამ მწამებლებსა და მანიაკებს დაუჭირა მხარი!

 

მარწმუნებენ, რომ არჩევნები სუფთად ჩატარდა და გაყალბება არ ყოფილა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ, იცით, რას ვფიქრობ? თუ 8 ოქტომბრის არჩევნები მართლა არ გაყალბებულა, მაშინ დავღუპულვართ და ეგ არის!

 

დიახ, თუ ნაციონალებმა გაყალბების გარეშე მიიღეს ამდენი ხმა, მაშინ ეს კატასტროფაა და თავში ხელები უნდა წავიშინოთ!" - აცხადებს ხარჩილავა. 


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner