logo_geo
eng_logo
შსს-ს ინფორმაციით, მარნეულის საარჩევნო უბანზე მისვლა ამომრჩევლებს თავისუფლად შეუძლიათ
- +

22 ოქტომბერი. 2016. 15:54



შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეულში, საარჩევნო უბნამდე მისასვლელი გზების გადაკეტვის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, „ინტერპრესნიუსი" იუწყება.


როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საარჩევნო უბნამდე მისვლა ამომრჩევლებს თავისუფლად შეუძლიათ.


„პოლიცია მხოლოდ არეგულირებს მოძრაობას და მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება", - განაცხადეს შსს-ში.


"ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატის აკმამედ იმამკულიევის ინფორმაციით, პოლიცია ამომრჩევლებს ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე ავტომანქანით მისვლის საშუალებას არ აძლევს.


როგორც იმამკულიევმა აღნიშნა, პოლიციას სოფელში რამდენიმე გზა აქვს გადაკეტილი და მოსახლეობას განუმარტავს, რომ დაახლოებით 500-600 მეტრი ფეხით უნდა გაიარონ, რომ საარჩევნო უბანზე მოხვდნენ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner