logo_geo
eng_logo
„გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს“
- +

22 ოქტომბერი. 2016. 17:22


თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ინგოროყვას კლინიკაში, სადაც მან ავარიის შედეგად დაზარალებული ოთხი სამხედრო მოინახულა, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის, ჰქონდა თუ არა ადგილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას.


როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ასევე შიდა მოკვლევის ფარგლებში ზუსტდება, რამდენად შეესაბამებოდა ესკორტირებისა და გაცილების წესები იმ სტანდარტებს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში არსებობს.


„გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი ვერსია გახლავთ, ჰქონდა თუ არა ადგილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას. ასევე შიდა მოკვლევის ფარგლებში ჩვენ ვაზუსტებთ, რამდენად შეესაბამებოდა ესკორტირებისა და გაცილების წესები იმ სტანდარტებს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში არსებობს. ასე, რომ ამ ორი მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად გრძელდება. ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი სტანდარტები, როგორ ხდება ამ შემთხვევაში ესკორტირება სამხედრო შემადგენლობის. შესაბამისად, კონკრეტული ფაქტის შესწავლისა და ექსპერტიზის საფუძველზე მოხდება იმის განსაზღვრა, იყო თუ არა ფაქტობრივი გარემოებები ამ სტანდარტის შესაბამისი", - განაცხადა ლევან იზორიამ.


რაც შეეხება მძღოლს, ლევან იზორიას განცხადებით, ის სამოქალაქო პირია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


მინისტრის თქმით, მძღოლი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner