logo_geo
eng_logo
ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ მეჯვრისხევიდან მამაკაცი გაიტაცეს
- +

22 ოქტომბერი. 2016. 17:28



რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლებმა სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები, 1973 წელს დაბადებული მალხაზ ლეჟავა გაიტაცეს. შემთხვევა დე ფაქტო „სამხრეთ ოსეთის" ე.წ. საზღვართან მოხდა.



გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ლეჟავას ოჯახი საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფლის განაპირას ცხოვრობს.



აქვე, სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობის თქმით, ლეჟავა საოკუპაციო ხაზს მიღმა არ გადასულა და მისი დაკავება საკუთარი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს მოხდა.



ჯერჯერობით ოჯახს დაკავებულთან დაკავშირებით ე.წ. „სამხრეთის ოსეთის" მხრიდან არავინ დაკავშირებია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner