„30 ოქტომბერს მივიდეთ ყველა არჩევნებზე. არცერთი „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატი ვერ უნდა მოხვდეს მომავალ პარლამენტში",- ამის შესახებ „ქართული ოცება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა და მოქალაქეებს მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.
„მეორე ტურები სადაც ტარდება იქაც „ქართული ოცნების" კანდიდატები ლიდერობენ. ჩვენ გაქვს ახლა რეალური შანსი იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური პარტია დავასრულოთ. მიმდინარეობს მიზანიმართული კამპანია, რომ თითქოს ის, რომ „ქართული ოცნების" მაჟორიტარი უფრო მეტი შევა პარლამენტში და ჩვენ შეიძლება მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის საფრთხე. ეს არის აბსოლუტური სიცრუე, დემაგოგია. ეს ყველაფერი ხდება მიზანიმართულად. მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, არ დაუჯერონ „ნაციონალური მოძრაობის" სიცრუეს. 30 ოქტომბერს მივიდეთ ყველა არჩევნებზე. არცერთი „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატი ვერ უნდა მოხვდეს მომავალ პარლამენტში",-განაცხადა კალაძემ.