logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: ადამიანები, რომლებიც არჩევნებს გვიყალბებდნენ, დღეს თვალის ჩაპაჭუნებაზე წერენ საჩივრებს
- +

22 ოქტომბერი. 2016. 22:25


 

„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში განმეორებითი არჩევნების შესახებ წერს:

 

„ადამიანები, რომლებიც არჩევნებს გვიყალბებდნენ, სპეცრაზმით ატერორებდნენ უბნებს, იტაცებდნენ ყუთებს, კომისიის წევრებზე ახდენდნენ ზეწოლას, ქმნიდნენ ზონდერ დაჯგუფებებს, ადამიანებს უსწორდებოდნენ შეხედულებებისა და აზრის გამო დევნიდნენ მათ, და ა. შ. დღეს თვალის ჩაპაჭუნებაზე წერენ საჩივრებს. რა გინდათ ბიძინამ ეს დანაპირებიც „შეგისულათ". გასაოცარი დემოკრატია გაქვთ."

 

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს ინფორმაციით, ზუგდიდის 79-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა გოჩა რაფავამ ამომრჩეველს თვალი ჩაუკრა, რის გამოც საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ შენიშვნა მისცა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს" წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner