logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ქვასროლია პარტიას ქვების სროლის არანაირი საშუალება არ მივეცით
- +

22 ოქტომბერი. 2016. 22:27



დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ ქვასროლია პარტიას ქვების სროლის არანაირი საშუალება არ მივეცით" .


სუბარმა ასევე განაცხადა, რომ  მარნეულში, ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე იყო ამომრჩევლის უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა და სიმშვიდე. მან მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს, რომლებიც უბანზე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ და წესრიგს იცავდნენ. სუბარი ამ დრომდე, მარნეულში 48-ე საარჩევნო უბანზე იმყოფება.


შესაბამისად, იმ ქვასროლია პარტიას, რომელმაც ორი კვირის წინ ზუსტად ამ უბანზე ქვის სროლით პროცესი ჩაშალა და თავს დაესხნენ პოლიციელებს, არ დასცალდათ თავისი ამ სტილის განხორციელება. გაგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა" არის პარტია, რომელმაც 2003 წელს ქვების სროლით დაიწყო თავისი საარჩევნო კამპანია სწორედ ამ რეგიონში - ბოლნისში. სწორედ ქვების სროლით გააგრძელა საარჩევნო კამპანია 2012 წელს - გორში, კარალეთში და მემგონი, ქვების სროლით დაასრულა თავისი კარიერა ორი კვირის წინ მარნეულში", - განაცხადა სუბარმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner